გაყალბებული არჩევნების, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანებისა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის პარალელურად, ბელარუსი დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში ექცევა. დაახლოებით, 9 თვის განმავლობაში ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ არაერთი სანქცია დაწესდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.
ასევე ნახეთ: ქალების ბრძოლა ბელარუსისთვისარსებული ინფორმაციით, შეხვედრა ალექსანდ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინს შორის მაისის ბოლოს შედგება. 9 თვის განმავლობაში ბელარუსში მიმდინარე კრიზისის განმავლობაში, ეს ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინს შორის რიგით მესამე შეხვედრა იქნება.
არ არის გამორიცხული შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ორი ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაცია იყოს, რომელიც რუსეთსა და ბელარუს შორის უკვეე არსებულ 20 წლიან ხელშეკრულებას გაამყარებს. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ პუტინი ლუკაშენკოს წლების განმავლობაში უბიძგებდა, თუმცა საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მაშინ გახდა, როდესაც მინსკი დასავლეთის იზოლაციაში მოექცა. ლუკაშენკომ ამ საკითხზე საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლის ფაქტი გამორიცხა.
ასევე ნახეთ: რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები ერთმანეთს სოჭში ხვდებიანრუსული პრესა წერს, რომ ბელარუსში შექმნილი რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ლუკაშენკოს პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში ასუსტებს. ლუკაშენკო რუსეთისგან ენერგორესურსების დაბალ ფასებს ითხოვს, რომლებზეც ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
15 მაისს ბელარუსის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ფასიან ობლიგაციებს რუსეთში გაყიდის. როგორც ოფიციალური ტექსტით ირკვევა, ქვეყნის მიზანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში ფასიანი ქაღალდების გაყიდვით ქვეყანამ 1,35 მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღოს, რაც 100 მილიარდი რუბლია.
ამ თანხით ბელარუსი საგარეო ვალის რეფინანსირებას გეგმავს, რომელიც 1 თებერვლის მონაცემებით 18,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ვალის უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდის.
ასევე ნახეთ: მოსკოვის გათვლები ბელარუსშიბელარუსი ხალხი 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. მოქმედი რეჟიმი პოლიტიკურ მეტოქეებს აკავებს, არბევს მშვიდობიან დემონსტრაციებს და სასტიკად უსწორდება ჟურნალისტებს.
ქვეყანაში განვითარებული პროცესების პარალელურად დასავლეთმა ლუკაშენკოს და მის გარემოცვას სანქციები დაუწესა. დასავლეთიდან გაზრდილი ზეწოლა და სანქციები კი ბელარუსის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.