ბელარუსში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც თავისი სახლის ეზოში თოვლის კაცი გააკეთა.
მამაკაცმა თოვლის კაცს გაუკეთა წარწერა: "დიდხანს სიცოცხლე ბელარუსს". ეს ლოზუნგი საპროტესტო მოძარობასთან ასოცირდება და მას ხშირად ახსენებდნენ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო გამოსვლებში.
თოვლის კაცს წითელი შარფი აქვს მოხვეული. თეთრის ფონზე წითელი კი ასევე, საპროტესტო მოძარობის მიერ, ბელარუსის ძველი დროშიდანაა აღებული და პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.
"რადიო თავისუფლებას" ადგილობრივმა აქტივისტმა უთხრა, რომ მამაკაცი პოლიციამ 29 დეკემბერს, არასანქცირებული პიკეტირებისთვის დააკავა.
ლეანიდ სუდალენკას თქმით, დაკავებულმა მამაკაცმა პოლიციას უთხრა, რომ ის არ უნდა გაესამართლებინათ თოვლის კაცისთვის, რომელიც მაინც დადგა.
"მამაკაცმა პოლიციას შესთავაზა თოვლის კაცი დაესაჯათ, ვინაიდან ის აწყობდა პიკეტირებას. მართალია, მათი მოსვლის დროს აღარც თოვლი იყო და აღარც თოვლის კაცი, მაგრამ ეს ადამიანი სასამართლოს წინაშე მაინც წარდგება", ამბობს სუდალენკა.
ლუკაშენკო ქვეყნის სათავეში 1994 წლიდაა. ის უკვე პრეზიდენტობის მეექვსე ვადით მართავს ქვეყანას, თუმცა ამჯერად, არც ბელარუსი ხალხი და არც დასავლეთი მის გამარჯვებას არ აღიარებს.
20 აგვისტოს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში მილიონობით ადამიანი გამოვიდა. დაკავებულია, დაახლოებით, 30 000 ადამიანი. დაშავებულია ასობით დემონსტრანტი. ოპოზიციის სამი ქალი ლიდერიდან ორი იძულებით გადასახლებაში, ხოლო ერთი პატიმრობაშია.
Facebook Forum