ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენელის, მარია კალესნიკავას წინააღმდეგ ბრალის ოფიციალური წარდგენა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა შეაფასა, როგორც „უხეში კანონდარღვევა“.
„შეთითხნილი ბრალდებები მარიას და სხვების წინააღმდეგ, რომლებიც გამბედავად საუბრობენ ბელარუსი ხალხის სახელით, აჩვენებს რომ რეჟიმს მისი მოსახლეობის ეშინია“, - განაცხადა ნედ პრაისმა, „ტვიტერზე“.
პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ კალესნიკავა 2021 წლის სახელმწიფო დეპარტამენტის „მამაც ქალთა საერთაშორისო ჯილდოს“ ლაურეატია. კალესნიკავას ბრალად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პროტესტისკენ მოწოდება ედება. მისი მოკავშირეები ამბობენ, რომ მას ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, არაკონსტიტუციურად ხელისუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულებაში, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ საჯარო მოწოდებასა და ექსტრემისტული ჯგუფების შექმნა და ლიდერობა ედება ბრალად.
თუ მას ბრალი დაუმტკიცდა, 12 წლით პატიმრობა ემუქრება. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიეტლანა ციხანოუსკაიამ კალესნიკოვას წინააღდეგ ბრალდებებს მიუღებელი უწოდა.
„ნათელია, რომ რეჟიმი ცრუ ბრალდებებს იყენებს რეპრესიებისთვის“, - თქვა მან „ტვიტერზე“.
კალესნიკოვა 7 სექტემბერს მინსკში ნიღბიანმა პირებმა დააკავეს. შემდეგ ის უკრაინის საზღვართან სხვა დაკავებულებთან ერთად მიიყვანეს და უთხრეს გადაეკვეთა საზღვარი. თუმცა, კალესნიკოვამ პასპორტი დახია და შედეგად ის მინსკში დააბრუნეს და დააპატიმრეს.
Facebook Forum