გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, კრემლმა რუს მაღალჩინოსნებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ამერიკული კომპანია "ეფლის" მიერ წარმოებული „აიფონები“. გამოცემის ინფორმაციით, კრემლში ამბობენ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში, შესაძლოა დასავლეთმა „ეფლის“ მოწყობილობები ჯაშუშობის მიზნით გამოიყენოს.
რუსული გამოცემა იტყობინება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი კირიენკომ თანამშრომლებს და ოფიციალური პირებს ტელეფონების შესაცვლელად დრო 1 აპრილამდე მისცა. „აიფონის" დრო დამთავრდა. გადააგდეთ, ან ბავშს მიეცით“,- ციტირებენ კირიენკოს თანამშრომლები.
ასევე ნახეთ: კირბი: ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი პასუხს აგებს ომის დანაშაულებისთვისგავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ჟურნალისტები კრემლის პრესსპიკერთან დიმიტრი პესკოვთან შეეცადნენ. თუმცა, პესკოვს ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
„სმარტფონები არ უნდა იქნას გამოყენებული ოფიციალური საქმიანობისთვის,“- თქვა პესკოვმა და დაამატა, რომ „ნებისმიერ სმარტფონს აქვს გამჭვირვალე მექანიზმი, რა ოპერატიულ სისტემაზეც არ უნდა მუშაობდეს, იქნება ეს ანდროიდი თუ აიოესი“.
ასევე ნახეთ: საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის დაკავების ორდერიც გასულ კვირას ჰააგის სასამართლომ გასცა, ამბობს, რომ თავად სმარტფონს არ იყენებს. კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ინფორმაციას ადასტურებს და ამატებს, რომ მიუხედავად ამისა, პუტინი ხანდახან ინტერნეტს იყენებს.
კომპანია „ეფლს“ ბრალდებისთვის ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.