ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხი წლის განმავლობაში პირველად სი ძინპინი მოსკოვში ჩავა


„ულიმიტო“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოსკოვმა და პეკინმა თითქმის ერთი წლის წინ მოაწერეს, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ღრმავდება. საერთაშორისო სანაქციების ქვეშ მოქცეულ რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტი ჩავა და ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

შეხვედრა ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს შორის მაშინ იმართება, როდესაც ორივე ქვეყანას ვაშინგტონთან გართულებული ურთიერთობები აქვს. ერთის მხრივ ამერიკის საჰაერო სივრცეში ჩინეთის საჯაშუშო აეროსტატის შეჭრისა და ჩამოგდების გამო, მეორეს მხრივ კი რუსეთის ავიაგამანადგურებლის აგრესიული ქმედების გამო, რომელსაც შავ ზღვაში ამერიკული დრონის ჩამოვარდნა მოჰყვა.

ეს იქნება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ვიზიტი, როდესაც სი ძინპინი ვლადიმირ პუტინს რუსეთში შეხვდება.

დასავლეთში ამბობენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში არ არის გამორიცხული პეკინმა მოსკოვს სამხედრო იარაღი მიაწოდოს. ამ საკითხზე ვაშინგტონსა და ბრიუსელში არაერთხელ ითქვა, რომ თუ პეკინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პასუხი „მკაცრი“ იქნება.

ვაშინგტონის კრიტიკას პეკინმა არაერთხელ უპასუხა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. პარალლელურად პეკინი აკრიტიკებს დასავლეთის მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც, უკრაინამ დასავლური ავიაგამანადგურებლები უნდა მიიღოს.

კრემლში ამბობენ, რომ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრის დროს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, მათ შორის რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის „სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას. პეკინს განსახილველ საკითხებს შორის პირდაპირ უკრაინაში რუსეთის ომი არ უხსენებია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთისთვის ჩინეთი მთავარ პარტნიორად ჩამოყალიბდა, პეკინი მოსკოვისგან ყიდულობს დიდი რაოდენობით ნავთობს და სხვა ნედლეულს. პეკინსა და ჩინეთში ამბობენ, რომ ქვეყნებს შორის ასეთი ახლო ეკონომიკური კავშირები უპრეცედენტოა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG