ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპენსიო რეფორმა საფრანგეთში მასშტაბური პროტესტის მიზეზი გახდა


საფრანგეთში, სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატარებას, ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი მოჰყვა. მიმომხილველები აცხადებენ, რომ ძალადობრივი არეულობის გამო, პრეზიდენტი მაკრონი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

პარიზში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში, ათობით ათასი ადამიანის მონაწილეობით გამართული დემონსტრაციების დროს ავტომობილები დაწვეს. პროფკავშირებმა პორტესტის მონაწილეებს მოუწოდეს, გაძლიერებულიყვნენ და პარიზის ქუჩები გადაეკეტათ.

”რაღაც ფუნდამენტური მოხდა და ეს არის ის, რომ დაუყოვნებლივ, სპონტანური მობილიზაცია მოხდა მთელ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მე მათ ვამხნევებ”, - თქვა ულტრა მემარცხენე ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა.

საპენსიო რეფორმა, საფრანგეთში საპენსიო ასაკს 2 წლით ზრდის, რაც მთავრობის თქმით, სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია. გამოკითხვები აჩევენებს, რომ 10-დან რვა ადამიანზე მეტი, რეფორმით უკმაყოფილოა. მომიტინგეები ამბობენ, რომ რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატარება არადემოკრატიულია.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მასშტაბური დემონასტრაციების დროს, სამართალდამცავებმა 310 ადამიანი დააკავეს.

”ოპონირება ლეგიტიმურია, პროტესტი ლეგიტიმურია, მაგრამ არეულობის გამოწვევა ლეგიტიმური არ არის”, - განუცხადა მან რადიო RTL-ს.

ოპიზიციური დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე იმუშავებენ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ მაკრონს სურს განვითარებული მოვლენებიდან ყურადღება სწრაფად გადაიტანოს. მთავრობა უკვე ამზადებს სხვა სოციალურ რეფორმებს. ამასთან, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ მაკრონი შესაძლოა მზად იყოს გაათავისუფლოს პრემიერ-მინისტრი ელიზაბეტ ბორნი, რომელიც საპენსიო რეფორმის სათავეში იდგა.

XS
SM
MD
LG