ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ბახმუტის დაცვას აგრძელებს


პარასკევს სლოვაკეთმა უკრაინისთვის „მიგ“ ავიაგამანადგურებლების გადაცემის გეგმა დაამტკიცა.

სლოვაკეთი, პოლონეთის შემდეგ, ნატოს მეორე ქვეყანაა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნებს გამოეპასუხა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა თქვა, რომ 13 ჩამოწერილი „მიგ-29ს“-ის უკრაინისთვის გადაცემით, მისი ქვეყანა „ისტორიის სწორ მხარეს დგას“.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო დღეებში, რუსულმა ჯარმა და ვაგნერის ჯგუფმა ქალაქ ბახმუტში, მდინარე ბახმუტის დასავლეთ ნაპირზე გარკვეული ტერიტორიები დაიკავეს.

ბახმუტი - ჯოჯოხეთი დედამიწაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:42 0:00

თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ბოლო დროს, ქალაქისთვის ბრძოლაში ფრონტის ხაზი მდინარეზე გადიოდა. უკრაინული ძალები ქალაქის დასავლეთი ნაწილის დაცვას აგრძელებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული ძალები ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლებს, იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი ინტენსივობით აწარმოებენ, რაც სავარაუდოდ საბრძოლო ძალების იმ დონემდე გამოფიტვითაა გამოწვეული, რაც ადგილობრივ შეტევით მოქმედებასაც შეუძლებელს ხდის. თუმცა, ცოცხალი ძალის და საბრძოლო მასალების შევსების შემდეგ, რუსები სავარაუდოდ „შემტევ პოტენციალს“ გააძლიერებენ.

XS
SM
MD
LG