საფრანგეთი რუსეთს გაზის „ომის იარაღად“ გამოყენებაში ადანაშაულებს

პარიზმა მოსკოვი ენერგომატარებლების „ომის იარაღად გამოყენებაში“ დაადანაშაულა. ეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა, „გაზპრომმა“, ერთ-ერთ მთავარ ფრანგულ კომუნალურ კომპანიას, გაზის მიწოდება შეუმცირა.

ევროპის ქვეყნების მთავრობები ზამთრისთვის ენერგიის რუსული მიმწოდებლების ალტერნატიული საშუალებების პოვნას ცდილობენ. ამასთან, მათ უწევთ, ენერგიაზე ბიზნესისა და შიდამეურნეობის მზარდი ხარჯების საპასუხოდ იმაზეც იზრუნონ, როგორ დაზოგონ ან შეინახონ ენერგია ზამთრისთვის.

ასევე ნახეთ: ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები საგანგებო შეხვედრას გამართავენ

დასავლური ქვეყნების ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთის მიერ გაზის ფასების ზრდის მიზანია აიძულოს ისინი შეამსუბუქონ მოსკოვის წინააღმდეგ მიღებული ზომები. რაც უკრაინაში შეჭრასა და მიმდინარე ომს. მოჰყვა შედეგად. ამ ტაქტიკას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ, ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, "ეკონომიკური ტერორიზმი" უწოდა. მოსკოვი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.

მოსკოვსა და ბრიუსელს შორის, ეკონომიკური ომის ცხელ წერტილად, ევროპაში რუსული გაზის მიმწოდებელი მთავარი მილსადენი, „Nord Stream 1” იქცა. ევროპამ უკვე იცის, რომ მიწოდება შემცირდება, რადგან „გაზპრომი“ მილსადენის ოთხშაბათიდან პარასკევამდე გათიშვას გეგმავს. რუსული ენერგოგიგანტი მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული საქნციებით გამოწვეული ტექნიკური პრობლემები ერთადერთია, რაც „Nord stream 1”-ით გაზის მიწოდებას აფერხებს.

„ნათელია, რომ რუსეთის გაზს იარაღად იყენებს და ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ - მიწოდების სრული შეწყვეტისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ეენერგეტიკის მინისტრმა, აგნეს პანიერ-რუნაჩერმა.

ასევე ნახეთ: ფაულერი: საქართველო ორმაგ ტვირთს ატარებს - არასაიმედო რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას და ფქვილში მაღალი ფასის გადახდას

რუსეთი ევროპას გაზს მილსადენის მოცულობის მხოლოდ 20 %-ით აწვდის. არსებობს შიში, რომ ამ კვირაში დაგეგმილი გათიშვა შესაძლოა უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ვიდრე აქამდეა ცნობილი. კითხვაზე - არსებობს თუ არა გაზის მიწოდების აღდგენის გარანტია, პესკოვი კვლავ დასავლურ სანქციებზე მიუთითებს - „არსებობს გარანტია, რომ სანქციების მიერ გამოწვეული ტექნიკური პრობლემების გარდა, გაზის მიწოდებას არაფერი აფერხებს.“

მზარდი ფასები

რეგიონში არსებული ენერგოკრიზისის განსახილველად, ენერგეტიკის ევროპელი მინისტრები საგანგებო შეხვედრას 9 სექტემბერს გამართავენ.

ასევე ნახეთ: გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოებისა და მასში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

გერმანია, ევროპაში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა გაზის მიწოდებაზე ფასის ლიმიტის სქემა განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ, იტალიური წყარო გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მიერ სხვა ევროპელი კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, გერმანიამ მზადყოფნა გამოთქვა, ფასის ლიმიტის დაწესების საკითხი, შემდეგ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილოს.

ფასების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნა იტალიის ენერგეტიკის მინისტრმა დააყენა. ამასთან, მარიო დრაგი გამოდის ინიციატივით, ელექტროენერგიისა და გაზის ფასები განცალკავდეს. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, ევროპულ ოჯახებს საშუალებას მისცემს, უფრო იაფი წყაროებით, მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროებით ნაწარმოები ელექტროენერგიით ისარგებლონ.