ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები საგანგებო შეხვედრას გამართავენ


ევროკავშირი, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ ენერგო-კრიზისის საკითხის განსახილველად საგანგებო მოლაპარაკებებს ჩაატარებს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის საპრეზიდენტო მოვალეობას ასრულებს, 26 აგვისტოს „ტვიტერით“ გამოაცხადა, რომ შესაძლოა ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები „ენერგეტიკულ ვითარებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საგანგებო ზომების შესახებ მსჯელობისთვის“ შეიკრიბონ.

ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ შეხვედრა 9 სექტემბრისთვის დანიშნა. მან თქვა, რომ კრიზისის შესამსუბუქებელი პოტენციური გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს ფასის ზედა ზღვრის დაწესება გაზზე, რომელიც ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენება.

„ჩვენ გაზის და ელექტროენერგიის ფასები უნდა განვაცალკეოთ,“ თქვა მან.

27 წევრიანი ბლოკმა, რუსულ ენერგომატარებლების იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად ნაბიჯები გადადგა და წარმოადგინა გეგმა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ბუნებრივი გაზის მოხმარების 15 პროცენტით შეკვეცისკენ მოუწოდებს.

ჩეხეთის მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა: „ჩვენ რუსეთთან ენერგო-ომში ვართ და ეს მთელ ევროკავშირს ზიანს აყენებს.“

ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირში გაზზე და ელექტროენერგიაზე სარეკორდოდ მაღალი ფასები აღინიშნა.

XS
SM
MD
LG