ერდოღანის ხელისუფლება ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების აღდგენის პროცესს მიესალმება
ევროკავშირის საგარეო მინისტრებს მწვანე შუქი აქვთ განაახლონ მოლაპარაკებები თურქეთთან მის წევრობასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების პროცესი სამი წლის განმავლობაში ჩიხში თურქეთში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო შევიდა, სიტუაცია ასევე გაართულა ზაფხულში თურქეთის ხელისუფლების მიერ სტამბოლის ცენტრში გამართული აქციების დაშლის ფაქტმა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ევროკავშირთან ასოცირების წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკების განახლების სურვილი, მაინც რჩება კითხვები იმის შესახებ რამდენად ძლიერი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ბრიუსელმა ანკარაზე. დორიან ჯონსი სტამბოლიდან მოგვითხრობს.
ევროკავშირი ორგანიზაციაში თურქეთის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკების აღდგენას ივნისში აპირებდა. თუმცა ეს გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან „გეზის პარკის მოძრაობასთან“ დაკავშირებული ანტი სამთავრობო გამოსვლების დარბევის გამო შეიცვალა.
თურქული გაზეთის „მილიეთის“ და ვებ-გვერდის „ალ-მონიტორის“ პოლიტიკური მიმომხილველი კადრი გურსელი ამბობს, რომ საპროტესტო აქციების დროს განვითარებულმა მოვლენებმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გადადების პროცესში მთავარი როლი ითამაშა.
კადრი გურსელი: გეზის პარკის თემა ევროკავშირის თურქეთთან სამოქმედო გეგმაში თავისთავად აღმოჩნდა. აქ თავი მოიყარა რამდენიმე საკითხმა - ლიბერალური ღირებულებების, ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს. ეს ევროპული ტიპის საპროტესტო აქცია იყო, და სწორედ ამან გადააწყვეტინა ევროკავშირს, რომ თურქეთის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებული დიალოგი ისევ განეხილა.
ევროკავშირის ყოველწლიურმა გამოცემამ თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო აქციების დარბევის ფაქტი გააკრიტიკა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მოლაპარაკებების განახლების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას მიესალმა, თუმცა ევროკავშირის კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიტინგის დაშლის შესახებ არ მიიღო და აღნიშნა, რომ თურქი ხალხის გარდა არავის აქვს უფლება, თურქეთის შესახებ მისი თქმით „სასკოლო ანგარიში“ წარმოადგინოს.
თურქული გაზეთის „ტარაფის“ და ვებ-გვერდის, „ ალ-მონიტორის“ პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი ამბობს, რომ ბრიუსელთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ერდოღანის მტკიცე პოზიცია იმაზე მიანიშნებს, რომ ის შესაძლო არეულობის გამო შეშფოთებულია.
სემი იდიზი: თურქეთს დიდი ინტერესით აკვირდებიან, რადგან ადამიანის უფლებების შესახებ იქ არსებული პრობლემებით არიან შეშფოთებული. ეჭვგარეშეა, ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით თავის გავლენას გამოიყენებს. და შესაძლოა ეს აღიზიანებს ერდოღანს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი დიალოგის განახლების მომხრეა, მიმომხილველები მაინც ამბობენ, რომ ბრიუსელის გავლენა ანკარაზე მაინც შეზღუდული იქნება.
ევროკავშირის წევრობისთვის ანკარამ 35 ვალდებულებიდან, რვა წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი შეასრულა, 14 ისევ ღიად რჩება.
გამოკითხვების თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა მხარდაჭერა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა - 70%-დან თითქმის განახევრდა.
გაზეთ „ტარაფის“ პოლიტიკური მიმომხილველი და პოლიტიკური მეცნიერი ჩინგიზ აქტარი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ძლიერი სკეპტიციზმით არის განწყობილი როგორც თურქეთის მოსახლეობა, ისე პოლიტიკოსებიც. აქტარი ამტკიცებს, რომ თუკი ეს განწყობა არ შეიცვლება, მომავალ წლებში ბრიუსელი თურქეთის ხელისუფლებასთან ვერ მიაღწევს შეცვალოს მისი დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
ჩინგიზ აქტარი: ევროკავშირის წევრების მხრიდან თურქეთის ევროგაერთიანებაში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე თურქეთი წარმატებებს ვერ მიაღწევს. მოსალოდნელია, რომ პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ხელისუფლება უფრო მეტ რეფორმისტულ ქმედებებს დაიწყებს ახლა და ეს მთელი საარჩევნო პროცესის დროს გაგრძელება, რომელიც 2015 წელს დასრულდება.
ერდოღანი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს ამომრჩევლებში. მოსახლეობის ეს ნაწილი მიმომხილველების აზრით, ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი ევროგაერთიანების წევრობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ. ბოლო დრომდე, ანკარა ამტკიცებდა იმას, რომ თურქეთის ინტერესები ბევრად შორს იყო ევროპული პოლიტიკისგან, რომელიც „არაბული გაზაფხულის“ მხარდამჭერი იყო.
თუმცა პოლიტიკური მიმომხილველის აქტარის აზრით, რეგიონში არსებულმა დაძაბულობამ თურქეთი ერთგვარ იზოლაციაში მოაქცია. ხოლო ახლა ევროკავშირთან დიალოგის განახლება თურქეთის ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ხდება.
ჩინგიზ აქტარი: ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას მსოფლიოში ახლა ალბათ აღარავინ იზიარებს, და თუ ეს პოლიტიკა არ შეიცვალა შეიძლება მოხდეს ის, რომ ევროკავშირის და ნატოს კარი საბოლოოდ დაიხუროს.
მიმომხილველების განცხადებით, 2015 წელს როდესაც ქვეყანაში რამდენიმე არჩევნები ერთად გაიმართება, მოსალოდნელია რომ ერდოღანს მოუწიოს დაბალანსებული დიალოგი აწარმოოს ევროკავშირთან , რომლის დროსაც ბრიუსელი აუცილებლად დააყენებს თურქეთში სამოქალაქო მღელვარების პირობებში ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემას.