ოფიციალურმა ანკარამ ევროკავშირის მოხსენების საპასუხოდ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა. მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, თურქეთი კვლავ იტოვებს იმედს, რომ მისი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე სერიოზული განხილვის თემად იქცევა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა ირლანდია ხდება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან არკვევდა.
გასული კვირის დასაწყისში ანკარამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც შეფასებულია ის პროგრესი,რომელიც თურქეთმა ევროკავშირის მოთხოვნების საპასუხოდ განახორციელა. ამით თურქეთის მთავრობამ პასუხი გასცა ბრიუსელის კრიტიკულ შეფასებას, რომელიც თურქეთში ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობის გაუარესებას შეეხება. 270 გვერდიან მოხსენებაში თურქეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში ერგემენ ბაგისი აცხადებს, რომ ბრიუსელის მხრიდან ამგვარი კრიტიკა „შეუწყნარებელი“ და „პოლიტიკურად მოტივირებულია.“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სელჯუკ უნალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მოთმინება იწურება.
„არსებული ჩიხი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიუღებელია. მოლაპარაკების თვრამეტი საკითხი დაბლოკილია. რვა საკითხი საბჭომ 2006 წელს დაბლოკა, ხოლო საფრანგეთმა ექვსი. ასევე ექვსი საკითხი დაბლოკეს კვიპროსელმა ბერძნებმა. ამდენად არსებული ჩიხი ამ პროცესს აზარალებს,“ - განაცხადა უნალმა.
თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2005 წელს დაიწყო, თუმცა პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მოლაპარაკების მხოლოდ მცირე საკითხებია ღია. ერთი საკითხი კი შესრულებული. საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის და სხვა ევროპული ქვეყნების გავლენიანი პოლიტიკოსები ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან. თუმცა, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი სოლი ოზელი ვარაუდობს, 2013 წელს ევროკავშირის პრეზიდენტ ქვეყნად ირლანდიის გახდომის შემდეგ, თურქულ-ევროპული ურთიერთობა გააქტიურდება.
„ირლანდია ევროკავშირის სათავეში კარგი ქვეყანაა. მას კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთთან. ვფიქრობ, თურქეთს მოწონს ირლანდიის პრეზიდენტობა, რადგან ფიქრობს,რომ ევროკავშირთან ურთიერთობა სწორი მიმართული განვითარდება,“ - ამბობს ოზელი.
ასევე ანკარა იმედოვნებს, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი არ იზირებს მისი წინამორბედის ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგობრივ ხედვას თურქეთთან დაკავშირებით. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბატონი უნალი აცხადებს, რომ თურქეთი ამ საკითხს ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს.
ანალიტიკოსი სინან ულგენი ფიქრობს, რომ თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობას ხელახლა აფასებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ აცნობიერებს, რომ არაბული გაზაფხული პრობლემური ხდება როგორც იმ ქვეყნებისთვის, ასევე თურქეთისთვის. ამდენად, თურქეთი უსაფრთხოების ძიებაშია და ალიანსის გაძლიერება დასავლეთთან სურს, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან,“ - ამბობს უნალი.
ანალიტიკოსების აზრით, თურქეთის ეკონომიკა და დიდი ბაზარი მიმზიდველია ევროკავშირისთვის, თუმცა ადამიანის უფლებების საკითხი ბრიუსელის შეშფოთების საგნად რჩება.