ევროპაში კოვიდ ინფიცირებულების მკვეთრ ზრდასთან ერთად, სწრადაფ იზრდება გრიპით დაავადებული ადამიანების რაოდენობაც, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია. ამ პროცესს მეცნიერებმა უკვე შეარქვეს „ტვინდემია“.
ასევე ნახეთ: კოვიდის შემდეგ ბავშვებში და მოზარდებში დიაბეტის შემთხვევები გაიზარდა - ახალი კვლევასეზონური გრიპით ევროპაში ადამიანების ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა იმაზე მაღალია, ვიდრე ამას ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (ECDC) ელოდებოდა. ოფიციალური მონაცემებით ყოველწლიურად ევროპაში გრიპით 650 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.
ევროპის სახელმწიფოებმა უკვე რამდენიმე კვირაა პანდემიის გამო წესები გაამკაცრეს და ზოგან ნიღბის ტარება ღია სივრცეებშიც სავალდებულო გახდა. არის ქვეყნები სადაც მოსახლეობას PP2 ტიპის ნიღბების ტარებას ურჩევენ, რომლებიც სამედიცინო ნიღაბზე უკეთ იცავს ადამიანს ომიკრონისგან.
პანდემია კოვიდ19 - ბოლო სიახლეებს გაეცანით აქ:
ოლიმპიადის წინ ჩინეთს ომიკრონის გაკონტროლება უჭირსიტალია მოსახლეობას KN95-ის ნიღბის მოხმარებას ურჩევსმეცნიერები ვაქცინის მეოთხე დოზაზე საუბრობენ, თუმცა მესამე დოზას სულ უფრო ცოტა ადამიანი იღებსბრიტანეთი კოვიდთან ბრძოლაში სამხედროებს რთავსომიკრონი დელტაზე მსუბუქია, მაგრამ მოდუნების უფლებას არ გვაძლევსსპეციალისტები ამბობენ, რომ გრიპი ევროპაში გასულ წელს ასეთი მასშტაბით არ გავრცელებულა. მათ მიაჩნიათ, რომ შარშან პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა იმუშავა, წელს კი შეზღუდვები შემსუბუქებულია, რამაც ინფიცირება და ავადობა გაზარდა.
ევროპის დაავადებათა და კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, შარშან ევროპაში გრიპით ავადობის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა.