ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯოკოვიჩის თქმით სავიზო დოკუმენტებში შეცდომა ასისტენტმა დაუშვა


ნოვაკ ჯიკოვიჩი, მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ჩოგბურთელი აღიარებს, რომ ავსტრალიის საზღვარზე წარდგენილ დოკუმენტებში შეცდომაა დაშვებული. საქმე ეხება ავსტრალიაში ვიზიტამდე, მის სხვაგან მოგზაურობას. ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა სპორტსმენის სადავო გზაზე, გრანდ სლემისკენ.

ჯოკოვიჩი აცხადებს, რომ მისმა ასისტენტებმა არასწორად განაცხადეს, თითქოს მელბურნიში ჩასვლამდე 14 დღის განმავლობაში არსად უმოგზაურია. გავრცელებული ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში, ჯოკოვიჩი ესპანეთსა და სერბეთს სტუმრობდა.

სპორტსმენი ასევე ირწმუნება, რომ დეკემბერში, ბელგრადში გამართულ ბავშვ ჩოგბურთელთა დაჯილდოებაზე ყოფნისას, არ იცოდა, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებული იყო.

34 წლის ჯოკოვიჩის უთანხმოება ავსტრალიის ოფიციალურ პირებთან გასული კვირის ოთხშაბათს დაიწყო, როცა მელბურნში ღია პირველობაზე გასასვლელად ჩავიდა. სპორტსმენი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ სკეპტიციზმს ღიად გამოთქვამს. ჯოკოვიჩმა ავსტრალიელ მესაზღვრეებს განუცხადა, რომ აცრისგან სამედიცინო მიზეზებით იყო გათავისუფლებული.

მაგრამ, ავსტრალიის ხელისუფლებამ, საზოგადოების პროტესტის ფონზე, ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა. ჩოგბურთელი საიმიგრაციო დაკავების ცენტრში იმყოფებოდა იქამდე, ვიდრე ორშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე, მისი ვიზა მოსამართლემ არ აღადგინა.

მაგრამ, იმიგრაციის საკითხთა მინისტრს, ალექს ჰოუკს კვლავ შეუძლია მიიღოს სპორტსმენის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება, რადგან ის კოვიდ-19-ზე აცრილი არ არის.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება და ტურნირის მოგების შემთხვევაში, ეს ჯოკოვიჩის დიდი სლემის კარიერაში, 21-ე გამარჯვება იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG