კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ ვრცელდება. ამ ფონზე, კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინის გამაძლიერებელ ე.წ. ბუსტერ დოზას უფრო ცოტა ადამიანი იღებს, ვიდრე ვაქცინის პირველი ორი დოზის შემთხვევაში ხდებოდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებისგან მესიჯების წრაფი ცვლაა, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას და უნდობლობას იწვევს.
ექიმების თქმით ომიკრონთან საბრძოლველად აუცილებელია ბუსტერის მიღება, თუმცა არის ქვეყნები სადაც მეოთხე დოზის მიღებაზე მსჯელობენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ შეიძლება ეს პროცესი გართულდეს რადგან დაბნეულობა იზრდება.
ვირუსის ახალი ვარიანტ „ომიკრონს“ 30-ზე მეტი მუტაცია აქვს სპაიკის პროტეინზე, რაც აძლევს ვირუსს საშუალებას უფრო სწრაფად გავრცელდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ომიკრონით შეიძლება ვაქცინირებული ადამიანებიც დაინფიცირდნენ, თუმცა მათ ვისაც ვაქცინის სამი დოზა აქვთ მიღებული გართულებებისგან დაცულები არიან.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინა ვირუსთან ბრძოლის კრიტიკულ ინსტუმენტად რჩება, რათა თავიდან იყოს აცილებული მძიმე ავადობა და სიკვდილიანობა.
ლაბორატორიულ კვლევებით დასტურდება, რომ ფაიზერის ვაქცინის ე.წ. ბუსტერი ადამიანის ორგანიზმში წარმოშობს დამცავ ჯაჭვს, რომელიც პირველი ორი ვაქცინის შემდეგ ადამიანმა გამოიმუშავა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაკარგა.
თუმცა დიდი ბრიტანეთის კვლევების მიხედვით გამაძლიერებელი დოზა 10 კვირის შემდეგ ეფექტურობას კარგავს, რაც აჩენს კითხვებს საჭირო იქნება თუ არა მეოთხე დოზის გაკეთება.
კომპანია „ფაიზერში“ მიაჩნიათ, რომ დამატებითი დოზა შეიძლება გახდეს საჭირო, თუ ომიკრონი დომინანტი იქნება.
ისრაელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და 60 წელს ზემოთ მოსახლეობას მეოთხე დოზით ცრის. ქვეყანა ამ გზით ცდილობს მოსახლეობის დაცვას. ისრაელში მიაჩნიათ, რომ მეოთხე დოზამ 5-ჯერ მეტი ანტისხეულები წარმოქმნა, რაც მოქალაქეებს უფრო მეტად იცავს მძიმე დაავადებისგან.
მეოთხე დოზის შესახებ ფიქრობენ, ამირიკის შეერთებულ შტატებშიც. თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველი ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი გამაძლიერებელი. თუმცა სპეციალისტები გადაწყვეტილებას არსებული გამაძლიერებლების მოქმედების შესახებ არსებული მონაცემების განხილვის შემდეგ მიიღებენ.
Facebook Forum