ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი კოვიდთან ბრძოლაში სამხედროებს რთავს


პანდემიასთან საბრძოლველად ექიმებს ბრიტანელი სამხედროები დაეხმარებიან. განცხადება ცოტა ხნის წინ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დეპარტამენტში გაკეთდა. მიღებული გადაწყვეტილებით, დეპარტამენტი იმ საავადმყოფოებში, სადაც სამედიცინო პერსონალის დეფიციტია, სამხედროებს გაგზავნის.

ქვეყანაში პანდემიური ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც დიდ ბრიტანეთში ომიკრონი გავრცელდა. დღიური შემთხვევების რაოდენობა გასული კვირიდან მოყოლებული 150 000-ს აჭარბებს. 200-მდე სამხედრო მოსამსახურე ლონდონში უკვე ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, რადგან ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ომიკრონი წინა ვარიანტებისგან განსხვავებით, მძიმე ავადობას არ იწვევს. თუმცა, ვირუსის რეკორდული ტემპებით და ფართო გავრცელების გამო, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექიმებზე დატვირთვა გაიზრდება, რაც სამედიცინო პერსონალის დეფიციტს გამოიწვევს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით სამხედრო მოსამსახურეები ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესშიც ჩაერთვებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG