ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის თავდაცვამ რუსულ წყალქვეშა გემთან მომხდარი ინციდენტი დაადასტურა


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაამჟღავნა, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკაში პატრულირების დროს, სამხედრო ხომალდის სონარის აღჭურვილობა რუსულ წყალქვეშა ნავს შეეჯახა.

2020 წლის ბოლოს, სამეფო სამხედრო ფლოტის ხომალდი „ნორთამბერლენდი“ თვალყურს ადევნებდა რუსულ წყალქვეშა ნავს. 23 ტიპის ფრეგატს ბუქსირზე ჰქონდა სონარის (ჰიდროლოკატორის) წყება - გრძელ კაბელზე დამაგრებული ჰიდროფონები, რომელიც წყლის ზედაპირის ქვეშ გემს უკან მიჰყვება. ეს აღჭურვილობა წყალქვეშა ნავს შეეჯახა.

შემთხვევა აღიბეჭდა გადამღები ჯგუფის კამერებზე, რომელიც ბრიტანული მე-5 არხისთვის იღებდა დოკუმენტურ ფილმს სათაურით: „სამხედრო ხომალდი, ცხოვრება ზღვაში“.

თავდაცვის სამინისტროს შეჯახებაზე კომენტარი ადრე არასდროს გაუკეთებია, მაგრამ ახლა დაადასტურა, რადგან ეს კამერამ აღბეჭდა.

თავდაცვის სამინისტროს წყარომ „ბი-ბი-სის“ უთხრა, რომ ჰიდროლოკატორით წყალქვეშა ნავზე შეჯახება სავარაუდოდ განზრახ არ მომხდარა.

გაურკვეველია, რუსულ წყალქვეშა ნავს რაიმე ზიანი თუ მიადგა.

თუმცა, „ნორთამბერლენდი“ იძულებული გახდა, დაზიანებული სონარის (ჰიდროლოკატორის) შესაცვლელად შოტლანდიის პორტში დაბრუნებულიყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG