სააგენტო “როიტერი” იუწყება, რომ ოთხშაბათს, რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და ფინეთმა, არქტიკაში რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის წვრთნებზე დასაკვირვებლად ხომალდები და თვითმფრინავები გაგზავნეს.
ამ თვეში ჩატარებულ მანევრებში 8500 სამხედრო და 50 ხომალდი მონაწილეობდა. რუსეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ მანევრების დასრულების მოახლოებასთან ერთად, ჩრდილოეთის ფლოტის ძალების ბაზებზე დაბრუნება უკვე იწყება.
Facebook Forum