ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დასავლეთ საზღვარზე "ზაპადი-2021"-ის მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო


რუსეთმა და ბელარუსმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების აქტიური ფაზა დაიწყეს. მასში 200,000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნებმა უკრაინის და ნატოს ქვეყნების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია.

„ზაპადი-2021“ სამხედრო ვარჯიშები, რუსეთის და ბელარუსის დასავლეთ საზღვარზე იმართება და ერთი კვირა გაგრძელდება. პარალელურად, მოსკოვი სამხედრო გეგმებისა და ტანკების მანევრების კადრებს ავრცელებს.

მანევრები სამთვიან წვრთნებს ასრულებს და ის ყოველ ოთხ წელში ერთხელ იმართება.

ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარყო, რომ წვრთნები უცხო ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, მან აღნიშნა, რომ წვრთნები „ლოგიკურია“ რუსეთის საზღვართან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აქტივობის გაზრდის გათვალისწინებით.

"ზაპად-2021" გახსნის ცერემონია
"ზაპად-2021" გახსნის ცერემონია

ნატომ განაცხადა, რომ ისინი მიმდინარე წვრთნებს ყურადღებით აკვირდებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების აქტიური ფაზა, რუსეთში ცხრა ადგილზე, ხოლო ბელარუსში ხუთ პუნქტზე გაემართება. მასში მონაწილეობას 200,000 სამხედრო, 80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 290 ტანკი და 15 სამხედრო გემი მიიღებს.

წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი სომხეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და მონღოლეთიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG