ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ მე-2 ფლოტი აამოქმედა, რომლის მიზანიც რუსეთის შეკავებაა


ბალტიის ზღვაში 18 ქვეყნის ფლოტი ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს. მასში შეერთებული შტატების მხრიდან ევროპაში განთავსებული ძალების ნაცვლად, აშშ- მეორე ფლოტი იღებს მონაწილეობას, ვირჯინიის შტატიდან.

ვაშინგტონმა ფლოტი მხოლოდ გასულ თვეს აამოქმედა, ჩინეთის და რუსეთის მზარდი საზღვაო მოქმედებების საპასუხოდ. მის პასუხისმგებლობაში ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის და არქტიკის დაცვაა. ის 2011 წელს გააუქმეს, თუმცა დღეს სტრატეგიული დაპირისპირების ზრდასთან ერთად, ვაშინგტონმა მისი საბრძოლო მზაობაში მოყვანის გადაწვეტილება მიიღო.

ბალტიის ოპერაცია, სახელით „ბალტოპსი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნაა ჩრდილოეთ ევროპაში. მასში მონაწილეობას 50 გემი, ორი წყალქვეშა ნავი, 36 საბრძოლო თვითმფრინავი და 8000 სამხედრო იღებს.

წვრთნები კვირას დაიწყო და 21 ივნისამდე გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG