ნორვეგიისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივი ომის შემდეგ ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა იმართება. მასში მონაწილეობას დაახლოებით 50 000 ადამიანი იღებს 31 წევრი სახელმწიფოდან და პარტნიორი ქვეყნებიდან. წვრთნებში ჩართულია 65 გემი, 250 საჰაერო ხომალდი და 10 000 ავტომობილი.
ნატოს გაერთიანებული ოპერაციების სარდლობის ხელმძღვანელმა დევორ პეტეკმა "ამერიკის ხმას" ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა, რომ ამ მასშტაბურ წვრთნებს ძალიან "მარტივი გზავნილი" აქვს.
"ჩვენ მზად ვართ. ნატოს საზღვრების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერ საფრთხეს შეგვიძლია გავუმკლავდეთ. არავის უნდა უნდოდეს იმ ალიანსთან უთანხმოება, რომელსაც ამხელა პოტენციალი, ასეთი შესაძლებლობები აქვს", - განაცხადა დევორ პეტეკმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
ნატო ადასტურებს, რომ სამხედრო წვრთნები არ არის აგრესიის გამოხატულება და ალიანსი ეპატიჟება რუსეთს, როგორც დამკვირვებელს. წვრთნები 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.
Facebook Forum