შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ავიამზიდის შინ დაბრუნების გადაწყვეტილება გააუქმა და მიზეზად ირანთან დაძაბულობა დაასახელა.
თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებებლმა კრისტოფერ მილერმა კვირა ღამით გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ გადაწყვეტილება “ირანის ლიდერების მიერ, პრეზიდენტ ტრამპის და შეერთებული შტატების მთავრობის სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაჟღერებული მუქარის” საპასუხოდ იქნა მიღებული.
“შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი “ნიმიცი” ახლა შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ოპერაციების არეალში დარჩება. ამერიკის შეერთებული შტატების სიმტკიცეში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს” - თქვა მილერმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა გასულ კვირაში თქვა, რომ შესაძლო იყო, “ნიმიცი” 10 თვიანი მორიგეობის შემდეგ შინ დაბრუნებულიყო.
კვირას ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის უმაღლესი მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოახდინა. ამის გამო გაჩნდა შეშფოთება ირანის მხრიდან სამაგიეროს გადახდის თაობაზე და შეერთებული შტატების სამხედრო უწყებას უკარნახა, რეგიონში "ბ-52" ბომბდამშენები გადაეფრინა სპარსეთის ყურეში კი ატომური წყალქვეშა ნავი გაიგზავნა.
Facebook Forum