რუსული სამხედრო გემები კასპიის ზღვიდან შავი ზღვისკენ გადაადგილდებიან.
ინფორმაციას და კადრებს გემების მდინარე დონში გადაადგილების შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნების გამართვისთვის ეზადება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ წვრთნაში მონაწილეობას კასპიის ფლოტის 15 გემი, მათ შორის, 3 საარტილერიო და 8 სადესანტო ხომალდი იქნება ჩართული.
უკრაინის მახლობლად დაგეგმილი სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა დასავლეთში. ევროპელმა ქვეყნებმა რუსეთის ნაბიჯები დაგმეს. განცხადება გააკეთეს უკრაინაშიc, სადაც რუსეთის ქმედებები აგრესიულ ნაბიჯებად შეაფასეს.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმშია დისლოცირებული, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.
Facebook Forum