ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდი გრიპად არ უნდა ჩავთვალოთ - ჯანმო


რიგი კოვიდ-19-ის ტესტზე ისრაელში
რიგი კოვიდ-19-ის ტესტზე ისრაელში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს კოვიდ-19-თან დაკავშირებით გაფრთხილება გამოთქვა. ჯანმო აცხადებს, რომ არ შეიძლება კორონავირუსის ჩვეულებრივ გრიპად და არა პანდემიად აღქმა. გაეროს წამყვანი ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის გავრცელება ჯერ კიდევ არ არის სტაბილური.

ერთი დღით ადრე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ შესაძლოა დადგა დრო, შეიცვალოს კოვიდ-19-ის ევოლუციის კონტროლი. ის ფიქრობს, რომ შეიძლება ჯობდეს, მისდამი გრიპის მსგავსი მიდგომა ავირჩიოთ, რადგან სიკვდილობის მაჩვენებლებმა იკლო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსს უნდა მოვექცეთ, როგორც ენდემიას და არა პანდემიას.

ჯანმო თვლის, რომ „ჩვენს წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობაა და ვირუსი საკმაოდ სწრაფად განიცდის ევოლუციას, რაც ახალ გამოწვევებს გვიქმნის. ჩვენ ნამდვილად არ ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როცა შეგვიძლია მას ენდემია ვუწოდოთ“. განცხადება პრესასთან კეტრინ სმოლვუდმა გააკეთა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ვითარების უფროსმა ოფიცერმა ევროპის რეგიონში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG