თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ანკარა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შაბათ-კვირას სტოკჰოლმში საპროტესტო აქციები გაიმართა თურქეთის საელჩოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ყურანის ასლი დაწვეს.
„ისინი, ვინც (სტოკჰოლმში) ჩვენს საელჩოსთან მსგავს ქმედებას უშვებს, არ უნდა ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი ნატოს წევრობისთვის“ - თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის დროს.
„თუ ასე ძალიან გიყვართ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები, ისლამის მტრები და იცავთ მათ, მაშინ ჩვენ გირჩევთ მოიპოვოთ მათი მხარდაჭერა თქვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის“ - თქვა ერდოღანმა.
კომენატრი ამ დრომდე არ გაუკეთებია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ასევე ნახეთ: თურქეთის წინააღმდეგობა გადალახულია, ფინეთსა და შვედეთს ნატოში მადრიდის სამიტზე მიიწვევენიმისათვის, რომ შვედეთი ნატოს წევრი სახელმწიფო გახდეს თურქეთის თანხმობა აუცილებელია, რადგან ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
ყურანის ასლის დაწვას თურქეთის საელჩოსთან რამდენიმე არაბული ქვეყანაც გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო, მათ შორისაა საუდის არაბეთი, იორდანია და ქუვეითი.
რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც საპასუხოდ შვედეთის დროშები დაწვეს.