ნასა: მთვარეზე 10-მეტრიანი კრატერი სავარაუდოდ, რუსული "ლუნა-25"-ის კატასტროფის გამო გაჩნდა

მთვარეზე ახალი კრატერი, მოზრდილი ღრმული გაჩნდა. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 19 აგვისტოს რუსული კოსმოსური ხომალდი „ლუნა 25“ დაშვების მომენტში აფეთქდა.

ფოტოები ამერიკული ხომალდიდან არის გადაღებული და მასზე ჩანს, რომ მთვარის ზედაპირზე 10 მეტრი სიგანის ღრმული გაჩნდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი კრატერი „ლუნა 25“-ის აფეთქებამ გამოიწვია.

ასევე ნახეთ: რატომ არის მნიშვნელოვანი მთვარის სამხრეთ პოლუსი?

„ახალი კრატერის დიამეტრი დაახლოებით 10 მეტრია... ეს კრატერი ახლოსაა "ლუნა 25"-ის სავარაუდო დაშვების წერტილთან, ამიტომ სავარაოდოდ, ეს დაკავშირებულია ამ მისიის არაბუნებრივი ზემოქმედების ფაქტორთან“, - ნათქვამია „ნასას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩავარდნილი მისიის ფონზე, მოსკოვი ამბობს, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისო კომისია, რომელიც მისიის წარუმატებლობის მიზეზებს დაადგენს.

Your browser doesn’t support HTML5

მოსკოვის ამბიციური გეგმა "კრახით" დასრულდა