ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იოჰანესბურგში ხანძარს 70-ზე მეტი ადამიანი შეეწირა


70 ადამიანზე მეტი დაიღუპა ღამით სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის 5-სართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძარში. 31 აგვისტოს მონაცემებით, დაშავებულია 43 ადამიანი.

იოჰანესბურგის ამ ნაწილში ძირითადად ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა დიდი ნაწილი იმიგრანტია. ბოლო მონაცემებით, მათი რიცხვი 73-ს აღწევს.

ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანია იოჰანესბურგის ისტორიაში, რომლისთვისაც სიღარიბე, უსახლკარობა და საყოფაცხოვრებო მიზეზით გაჩენილი ხანძრები უცხო არ არის. ოფიციალური ცნობით, გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით, ამ მსხვერპლიანი ხანძრის მიზეზი დადგენილი არ არის.

დამწვარ შენობას იოჰანესბურგის მუნიციპალიტეტი განაგებს. მას ადგილობრივი მედია ფართოდ აკრიტიკებს, ვინაიდან ხანძრიდან 12 საათის შემდეგ, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, თუ ვინ ცხოვრობდა ამ შენობაში. ერთ-ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ შესაძლოა, ბინების ნაწილი კრიმინალურ დაჯგუფებას ჰქონოდა ნაქირავები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG