ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საერთაშორისო დახმარებას იღებს


ასობით ტყის ხანძრის ფონზე, მოკავშირეები მთელი მსოფლიოდან, კანადის დახმარების პირობას დებენ. ტყის ხანძრების სეზონი კანადისთვის მძიმედ დაიწყო, ქვეყნის ტყეების ნაწილი ცეცხლმა მოიცვა. ამან ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახადა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. კვამლით წარმოქმნილი ხშირი ნისლი კი შეერთებული შტატების დიდ ნაწილზე გავრცელდა.

ხანძრის შედეგად, უკვე დამწვარია დაახლოებით 4,3 მილიონი ჰექტარი. ეს მონაცემები 15-ჯერ აღემატება გასული ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებული ტყის ხანძრების საშუალო წლიურ მაჩვენებელს.

მიუხედავად იმისა, რომ კანადაში ტყის ხანძრები ხშირია, უჩვეულოა, რომ ხანძარი ერთდროულადაა აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ეს ამცირებს ხანძარსაწინააღმდეგო რესურსებს და აიძულებს მთავრობას ადგილზე სამხედრო დახმარება გააგზავნოს. ამასთან, იზრდება შეშფოთება კლიმატის ცვლილების შედეგთა გაუარესების გამო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა კანადაში ასობით მეხანძრე გააგზავნა და განაცხადა, რომ მეტი დახმარება გზაშია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ მან თავის ადმინისტრაციას უბრძანა, სასწრაფოდ უპასუხოს კანადის მიერ, დამატებითი მეხანძრეების და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების თხოვნას.

კანადა დახმარებას ასევე იღებს სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი ასევე აგზავნიან 280-ზე მეტ მეხანძრე-მაშველს.

XS
SM
MD
LG