ღონისძიებები სასწავლო დაწესებულებების უმეტეს ნაწილში გაუქმდა, აეროპორტებში და ტრასებზე კი მიმოსვლა შემცირდა. შეერთებულ შტატებში მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე მილიონობით ამერიკელს ეს დღეები შინ ყოფნას ურჩევენ. კანადის ველურ ბუნებაში გაჩენილი ხანძრებით გამოწვეულმა კონცენტრირებულმა კვამლმა ამერიკის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი მოიცვა, რის გამოც კონტინენტის ეს ნაწილი მოყვითალო ბლანტ ბურუსში ჩაეფლო.
მცირე ზომის ნაწილაკებით ჰაერის უკიდურესად დაბინძურების გამო, 7 და 8 ივნისს ამინდის ეროვნულმა სამსახურმა განგაში ატლანტის ოკეანის გასწვრივ, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ფილადელფიის ჩათვლით, დიდ თუ პატარა ქალაქებში გამოსცა. კვამლი ვერმონტის შტატიდან სამხრეთ კაროლინამდეა გადაჭიმული და მას კონტინენტის შუაგულში, ოჰაიოს და კანზასის შტატებშიც ელიან.
ეს ბოლო 20 წლის მანძილზე ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს კვამლით დაბინძურების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელებმა გააცნობიერონ ჰაერის დაბინძურების საფრთხეები, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, უნდა მოუსმინონ ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, დაიცვან თავი და საკუთარი ოჯახები" - დაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
Facebook Forum