კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის საქმეზე, ფედერალური მოსამართლე ხუთშაბათს განიხილავს“ ამაყი ბიჭების“ ორი წარმომადგენლის სასჯელის ზომას.
ფედერალური პროკურორები, მათგან ერთ-ერთისთვის, ჯოზეფ ბიგსისთვის 33 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ითხოვენ. მისი თანაბრალდებული ზაქარი რელისთვის კი 30 წლიან პატიმრობას. ისინი გახდებიან „ამაყ ბიჭთაგან“ პირველნი, რომლებიც ამბოხების შეთქულების ბრალდებით, 6 იანვრის საქმეზე სასჯელი დაეკისრებათ.
პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის ეს ზომა აღემატება ყველაზე ხანგრძლივ სასჯელს, რომელიც აქამდე იქნა გამოტანილი კაპიტოლიუმზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების, მათ შორის „შეფიცულების“ დამფუძნებლის, სტიუარტ როდოსის შემთხვევაში, რომელსაც მაისში 18 წელი მიუსაჯეს.
2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმა მიზნად ისახავდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების შეჩერებას. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ამტკიცებდა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული იყო.
დონალდ ტრამპი ამჟამად რესპუბლიკური პარტიიდან, საპრეზიდენტო არჩევნებზე ნომინაციისთვის იბრძვის და ლიდერობს. პარტიის მხრიდან ნომირების მოპოვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი, თეთრის სახლის ოვალური კაბინეტის კიდევ ერთხელ დაკავებისთვის, არჩევნებში, მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.