ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს


ხუთშაბათს, ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის თავდაცვის მდივნად ყოფილი ენერგეტიკის მდივანი გრანტ შაპსი დაასახელა, რომელმაც შეცვალა ბენ უოლესი. უოლესმა განაცხადა, რომ პოსტზე ყოფნის ოთხი წლის შემდეგ სურდა თანამდებობიდან გადადგომა.

უოლესმა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პოტენციურ მემკვიდრედ მოიხსენიებდნენ, წამყვანი როლი აიღო ბრიტანეთის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში რუსეთის მიერ გასულ წელს უკრაინაში შეჭრაზე.

მისი ხელმძღვანელობით, ბრიტანეთმა 2022 წელს კიევს 2,3 მილიარდი ფუნტი [2,9 მილიარდი დოლარი] სამხედრო დახმარება გაუწია და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ წლის მაისში დაიწყო უკრაინისთვის შორი დისტანციის საკრუიზო რაკეტების მიწოდება.

შაპსისთვის ეს ბრიტანეთის მთავრობაში მეხუთე თანამდებობა იქნება. მანამდე ის მუშაობდა ტრანსპორტის, შინაგან საქმეთა, ბიზნესის და შემდეგ ენერგეტიკის მდივნად. ექსპერტები არ მოელიან, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნით, ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინისადმი შეიცვლება.

XS
SM
MD
LG