ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩამსვლელი არალეგალი იმიგრანტების ნაკადის შემცირების თაობაზე თურქეთთან შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ხმელთაშუა ზღვაში საერთო პატრულირებასა და ოპერაციების ერთობლივ ჩატარებას გულისხმობს.
მიგრაციის საკითხი ახლა კიდევ უფრო მწვავედ დგას დიდ ბიტანეთში, მომავალ წელს არჩევნებია დანიშნული. როგორც მოქმედი ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ამომრჩევლებს არალეგალი იმიგრანტების საკითხის მოგვარების თავიანთ ხედვას უზიარებენ. მთავრობაში ამბობენ, რომ უერთდებიან თურქეთის ხელისუფლების გეგმას, რაც ხმელთაშუა ზღვაში სამართალდამცველების დამატებით ჩართულობას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას გულისხმობს.
ახალი მემორანდუმის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საზღვარზე არსებული მონაცემების უფრო სწრაფად გაზიარება, ამბობენ ბრიტანეთში.
"პარტნიორობა თურქეთთან, რომელიც ჩვენი ახლო მოკავშირეა, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სამართალდამცავ სააგენტოებს, რომ ერთად იმუშაონ ამ საერთაშორისო პრობლემაზე, მცირე ნავების შემოსვლის თავიდან ასაცილებალდ", - განაცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრეივერმანმა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ არალეგალი მიგრანტების რიცხვის მკვეთრი შემცირებაა.