ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობისა და მეწყრის გამო ნორვეგიაში ათასობით ადამიანია ევაკუირებული


ბოლო 50 წლის განმავლობაში მდინარეების დონის რეკორდული მატების გამო ნორვეგიაში ათასობით ადამიანია ევაკუირებული. დატბორილია სახლები და კომერციული ნაგებობები. ზოგიერთი მათგანი მეწყერმა წაიღო.

სამხრეთ ნორვეგიაში დაკეტილია ცენტრალური მაგისტრალები, შეჩერდა მატარებლების მიმოსვლა. ხელისუფლება მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს.

„ეროვნული მასშტაბის საგანგებო სიტუაციაში ვართ“, - თქვა ინლადენტის მერმა. ეს არის რეგიონი, რომელიც სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსგან ჯერ კიდევ მოწყვეტილია.

ადგილობრივ ტელეკომპანია TV2-თან საუბრისას, იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო აცხადებს, რომ მთავრობამ საევაკუაციო ღონისძიებებში ჩასართავად მეტი ვერტმფრენის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღო. ნორვეგიის ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიას მსხვერპლი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG