ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს შოვის ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებენ


შოვი დამანგრეველი ღვარცოფის შემდეგ
შოვი დამანგრეველი ღვარცოფის შემდეგ

შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს მთელი მსოფლიოდან უცხადებენ მხარდაჭერას და სამძიმარს. ამ დროისთვის, გამანადგურებელმა ღვარცოფმა 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 17 დაკარგულია, მათ შორის, 7 ბავშვია.

აშშ-ს საელჩო: „ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს, ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში, მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო: „ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა“.

"ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია“ - აშშ-ს საელჩო
"ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია“ - აშშ-ს საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ“.

ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის
აშშ-ს საელჩო

ევროკავშირის დელეგაცია: სამძიმარს ვუცხადებთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“.

შოვი
შოვი

პაპის სამოციქულო ნუნციატურა: "საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და შოვში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო სამძიმარს გამოხატავს. აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად"

აღვავლენთ ჩვენ ლოცვას დაღუპულთათვის, დაშავებულებისთვის და დაკარგულთა გადასარჩენად
პაპის სამოციქულო ნუნციატურა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ვგლოვობთ შოვის რეგიონში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით საქართველოს ხალხთან ვართ“.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „სამძიმარს ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს“

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ვუგზავნით გულითად სამძიმარს მათ, ვინც დაზარალდა შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად. იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება.“

უკრაინის პრეზიდენტმა სამძიმრის წერილი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა
უკრაინის პრეზიდენტმა სამძიმრის წერილი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკი: „ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს , მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს“

ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

თურქეთის საელჩო: „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ, საქართველო“

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „შეძრწუნებული ვართ შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო. ჩვენი ფიქრებით და ლოცვით საქართველოს ხალხთან ვართ და იმედი გვაქვს დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან“.

ჰადას მეიცადი, ისრაელის ელჩი: „ყურადღებით ვადევნებთ თვალს რაჭაში მომხდარ დამანგრეველ სტიქიურ უბედურებას. ჩვენი ფიქრები იმ ოჯახებთანაა, რომელთაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს, და იმ პირებთან, რომელთაც ეს მტკივნეული ამბავი გადაიტანეს. დიდი პატივისცემა მამაც მაშველებს“.

შოვი
შოვი

ფინეთი სამხრეთ კავკასიაში: „ვუერთდებით სამძიმარს დაღუპულთა ოჯახების მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებთ სამაშველო ძალისხმევას“.

იაპონიის საელჩო: „ვუსამძიმრებთ შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“.

ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის
იაპონიის საელჩო

იან ლიპავსკი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“.

საფრანგეთის საელჩო: „ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დამანგრეველი მეწყერის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ. ვფიქრობთ სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს“

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი: „გერმანიის სახელით რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის დროს დაზარალებულებს ჩვენს თანაგრძნობას ვუცხადებ. ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებისა და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ადამიანებისათვის“

შოვი
შოვი

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი: „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, უკიდურესად ვწუხვართ შოვის საკურორტო ზონაში ძლიერი მეწყერის შედეგად ფართომასშტაბიანი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გამო. ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას თქვენი, მსხვერპლების ოჯახებისა და ახლობლების, საქართველოს მეგობრული ხალხის მიმართ, ჩემი და აზერბაჯანელი ხალხის სახელით. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ვისურვებ, რომ სტიქიის მიერ გამოწვეული შედეგები მალე აღმოიფხვრას“.

სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ასევე პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ სამძიმარსა და მხარდაჭერას მოძმე ქართველ ერს
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი: „ღრმად შეძრული ვარ სტიქიური უბედურებით, რომელმაც საქართველოს რაჭის რეგიონში ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ასევე პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ სამძიმარსა და მხარდაჭერას თქვენ და მოძმე ქართველ ერს. დაღუპულთა ახლობლებსა და ნათესავებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, ხოლო დაშავებულებს – სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ რთულ მომენტში ჩვენ ვიზიარებთ მოძმე ქართველი ერის ღრმა მწუხარებას“.

შვედეთის საელჩო: „შვედეთი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რაჭაში მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და ვიმედოვნებთ, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს“.

ბრუნო როდრიგესი, კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი: „მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს“.

შოვი
შოვი

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვე შოვში დამანგრეველი მეწყრის შესახებ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნება მომეცით, ევროპის საბჭოს სახელით მივუსამძიმრო მეწყრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს. დიდად ვაფასებთ მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად და დასახმარებლად. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში, შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად მსხვერპლთა ოჯახების მიმართ. ვუსურვებთ ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“.

დიდად ვაფასებთ მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად და დასახმარებლად. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა და ვიმედოვნებთ, რომ სამაშველო ღონისძიები წარმატებული იქნება“.

ავსტრიის საელჩო: „ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. თვალს ვადევნებთ მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო სამუშაოებს და გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში.“

საბერძნეთის საელჩო: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო. ჩვენი ფიქრები რჩება დაღუპულთა ოჯახებთან.ჩვენი იმედები, სურვილები და გამხნევება თან ახლავს მაშველთა გუნდს დაუღალავ ძალისხმევაში".

ზემო რაჭა
ზემო რაჭა

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საამიროები გულწრფელ სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს რაჭის რეგიონში ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა გამო. სამინისტრო თანაგრძნობას გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და ხალხის, ასევე დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“.

ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა განსაკუთრებით დაუცველები იყონ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ
გაერო საქართველოში

გაერო საქართველოში: გაერო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა განსაკუთრებით დაუცველები იყონ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ.

ანე ტოფტ სორენსენი, დანიის ელჩი: „საელჩოს სახელით, მინდა ჩვენი სამძიმარი გამოვთქვა ამ ტრაგედიის ფონზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჯერ კიდევ დაკარგულებს მალე იპოვნიან და უსაფრთხოდ იქნებიან“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „გულწრფელად ვუსამძიმრებთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სამაშველო ძალისხმევის წამატების იმედს ვიტოვებთ“.

შოვი
შოვი

XS
SM
MD
LG