ჯო ბაიდენი, მასთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავსად გააგრძელებს სანქციების გამოყენებას საერთაშორისო არენაზე, საგარეო პოლიტიკის იარაღად. გამოწვევა იქნება, თუ რომელი სანქციები იქნას დატოვებული, შეცვლილი და გაფართოებული. პრეზიდენტმა ტრამპმა რეკორდული რაოდენობის სანქციები მიიღო, ხშირად ცალმხრივად და მოკავშირეების გარეშე.
სანქციების წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშაა. ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად ამ მექანიზმის აქტიური გამოყენებისა, მან ვერ უბიძგა მოწინააღმდეგეებს შეერთებული შტატების ინტერესების გათვალისწინებისკენ. ახალი სტატეგია სანქციების გადახედვას და შესწავლას ითვალისწინებს-უცხადებენ სააგენტო „როიტერს“ წყაროები, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა არჩიეს.
ასევე ნახეთ: ამერიკამ თურქეთს, რუსული რაკეტების შესყიდვის გამო, სანქციები დაუწესამოსალოდნელია, რომ ბაიდენი ნათლად განაცხადებს, რომ სანქციები ამერიკის ძალის ცენტრალურ ინსტრუმენტად დარჩება. "ეს იქნება სანქციების მოდიფიკაცია, როგორც იარაღის“, - ამბობს ერთ-ერთი პირი ბაიდენის გუნდიდან.
სავარაუდოდ, ბაიდენი გააუქმებს სანქციებს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაუწესა. ასე მოხდა ამ უკანასკნელის მხრიდან გამოძიების დაწყების შემდეგ იმაზე, ჩაიდინა თუ არა შეერთებულმა შტატებმა ომის დანაშაულები ავღანეთში. ამ ნაბიჯს ევროპელი მოკავშირეები ეწინააღმეგებოდნენ.
ასევე ნახეთ: ირანი: "აშშ-ის სანქციების გამო მედიკამენტების და ვაქცინების შესყიდვა რთულდება"მომავალი ადმინისტრაცია სავარაუდოდ, გაიზიარებს ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციებს რუსეთს წინააღმდეგ, რომლებიც კრემლის კრიტიკოსის, ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას მოჰყვა. მოსკოვი ნავალნის მოწამვლაში მის როლს უარყოფს.
ბაიდენს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
თეთრი სახლის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი სანქციებს მის მთავარ იარაღად იყენებდა, იქნებოდა ეს ირანის სამხედრო აქტივობების წინააღმდეგ, თუ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის და ვენესუელის პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში. „ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრის“ ინფორმაციის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ 3800 ახალი სანქცია მიიღო მაშინ, როცა ობამამ 2350 სანქცია დააწესა.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი მაგნიტსკის აქტის მიღებას აპირებსამასთან, ტრამპის ადმინისტრაცია, ვიზების და ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვას მიმართავდა, როგორც იარაღს 200-ზე მეტი უცხო ქვეყნის ლიდერის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ბაიდენი შეინარჩუნებს ამ პოლიტიკას. თუმცა, ვიხილავთ ცვლილებებსაც, ამბობენ წყაროები.
„სანქციები ვერცხლის ტყვია არაა“, - ამბობს ჰაგარ ჰაიარ ჩემალი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის პირობებში სანქციებს კურირებდა. „ის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს, და ტრამპის ადმინისტრაციას ხშირად სწორედ ეს აკლდა“, - ამბობს ის.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონში დიპლომატები ფიქრობენ, რომ ბაიდენი სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ გაამკაცრებსმიუხედავად სანქციებისა, ვაშინგტონმა ვერ მოახერხა თეირანზე საკმარისი ზეწოლის განხორციელება, რათა ეს უკანასკნელი ბირთვული შეთანხმების ხელახალ მოლაპარაკებებში ჩაერთო. ვენესუელას სოციალისტი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, კი მიუხედავად ვაშინგტონის აქტიური პოლიტიკისა, ძალაუფლებას ინარჩუნებს, ხოლო ფხენიანი მისი ბირთვული პროგრამის შენებას აგრძელებს.
პარალელურად, სანქციებს ტექნოლოგიის გარშემო, არც პეკინის შემთხვევაში მოუტანია შედეგი. პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო მოქმედებებს და მუსლიმ მოსახლეობის შევიწროებას აგრძელებს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადებათუმცა, ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის პირობებში, ოპეკის წევრმა ქვეყნებმა ვაშინგტონის მოწოდება გაითვალისწინეს ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებით. თეირანი კი აზარალა შეერთებული შტატების მიერ მისმა ამოკვეთამ ამერიკის ფინანსური სისტემებიდან. ქვეყნების უმეტესობა და კომპანიები თეირანთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ იმის შიშით, რომ ამერიკის სანქციებში მოხვდებიან.
ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი (ტონი) ბლინკენის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად ჯეიკ სალივანის დანიშვნა აჩვენებს, რომ სანქციები დარჩება ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი ნავალნის მოწამვლის გამო მოსკოვს სანქციებს უწესებსბაიდენის ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ ტრამპის მიერ, მისი ვადის ამოწურვასთან ერთად სანქციების გამკაცრება, ბაიდენს დიპლომატიურ სირთულეს შეუქმნის. მომავალი პრეზიდენტისთვის, რთული იქნება უკვე არსებული სანქციების უკან წაღება. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის ელიოტ აბრამსი, ტრამპის წარმომადგენელი ირანის და ვენესუელის საკითხებში, ამბობს, რომ ეს პირიქით, ბაიდენის „პოზიციებს აძლიერებს“.
ბაიდენს ასევე მოუწევს გაუმკლავდეს შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ რას მოიმოქმედებს ჩინეთის სანქციების შემთხვევაში. პრეზიდენტი ტრამპი ბაიდენს, საარჩევნო კამპანიის დროს ბრალს დებდა, რომ პეკინთან დათმობებზე წავიდოდა. ბაიდენი კი აცხადებდა, რომ ის უფრო მტკიცე პოზიციას დაიჭერს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების კუთხით.
ეს, სავარაუდოდ, გულისხმობს დამატებით სანქციებს პეკინის მოქმედებებზე ჰონგ-კონგში, სინძიანგის რეგიონსა და ალბათ ტიბეტშიც, - ამბობენ ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ბელარუსის ოფიციალურ პირებს სანქციებს უწესებსბაიდენის კიდევ ერთი გამოწვევა ჩრდილოეთ კორეა იქნება. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ბაიდენმა კიმ ჩენ ინს „ავაზაკი“ უწოდა. აქაც სავარაუდოდ ახალი სანქციებია მოსალოდნელი, თუმცა რთული სათქმელია, წარმატებული იქნება, თუ არა პოლიტიკა ფხენიანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.
ბაიდენის გუნდი ასევე მიანიშნებს მოსკოვის წინააღმდეგ დამატებით სანქციების დაწესებაზე, აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ, ამერიკის ფედერალურ უწყებებზე კიბერ თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთიდან განხორციელდა, რამაც შესაძლოა კიდევ ერთი მიზეზი მისცეს ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციას, დამატებითი ზომების მისაღებად.