ორშაბათს, ტრამპის ადმინისტრაციამ ნატოს წევრს თურქეთზე სანქციები დააწესა. სანქციების მიზეზი ანკარას მიერ რუსული სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაა. ვაშინგტონში ელიან, რომ ეს ნაბიჯი, კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას ორ ქვეყანას შორის.
ქვეყნებს შორის ურთიერთობა წელიწადზე მეტია, რაც დაძაბულია. მხარეები ერთმანეთს უპირსპირდებოდნენ არა მარტო თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო-თავდაცვის სისტემის S-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, არამედ დაობდნენ თურქეთის მოქმედებებზე სირიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.
შეერთებულმა შტატებმა თურქეთი ადრე გააძევა F-35-ის ტიპის გამანადგურებლების განვითარების და მომზადების პროგრამიდან, მაგრამ შემდგომი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ვაშინგტონი ხშირად აფრთხილებდა ანკარას S-400– ის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს სარაკეტო-თავდაცვითი სისტემა, შეუთავსებელია ნატოსთან და პოტენციურ საფრთხეს უქმნის ალიანსის მოკავშირეთა უსაფრთხოებას.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თურქეთისთვის ნათელი გახადა, რომ მის მიერ S-400-ის სისტემის შესყიდვა, საფრთხეში ჩააგდებდა ამერიკის სამხედრო ტექნიკას და პერსონალს და მისცემდა მნიშვნელოვან ფინანსუს რესურსს რუსეთი თავდაცვის სექტორს. ასევე, რუსეთს მისცემდა საშუალებას, ჰქონდეს წვდომა თურქეთის შეირაღებულ ძალებსა და თავდაცვის სისტემებზე," - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.
"თურქეთმა, მაინც, გადაწყვიტა, რომ გაეგრძელებინა S-400-ების მიღება და გამოცდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ალტერნატივა ნატოს თავსეებადი სისტემების სახით, რომელიც დააკმაყოფილებდა მისი თვადაცვის მოთხოვნებს," - განმარტა პომპეომ თურქეთის სანქციებზე საუბრისას.
პომპეომ მოუწოდა თურქეთს, რომ "ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში, დაუყოვნებლივ მოაგვაროს S-400-ების პრობლემა".
"თურქეთი რეგიონში, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ღირებული პარტნიორი და ჩვენ ველით, რომ ათწლეულების განმავლობაში თავდაცვის სექტორში არსებული პარტნიორობა გაგრძელდება იმით, რომ რაც შეიძლება სწრაფად S-400-ების პრობლემა მოიხსნება," - თქვა პომპეომ.
ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ ის იძულებული იყო შეესყიდა რუსული სარაკეტო-თავდაცვითი სისტემა, ვინაიდან შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მიეყიდა მისთვის ამერიკული "პატრიოტი რაკეტები".
თურქეთმა, ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, ვინაიდან ნატოს წევრ საბერძნეთს სწორედ, რუსული სარაკეტო სისტემები აქვს შეძენილი.
Facebook Forum