ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში კოვიდ-19-ის სახლში გასაკეთებელი ტესტი დაამტკიცეს


ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის ტესტი დაამტკიცეს, რომელიც ურეცეპტოდ გაიყიდება და რომლის გაკეთებაც მოქალაქეებს სახლშიც შეეძლებათ.

"საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ" ტესტს საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მისცა.

"ეს ავტორიზაცია მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტია კოვიდ-19-ის ტესტირების პროცესში. ამ, ურეცეპტოდ გასაყიდი ტესტების გამოყენების ავტორიზაცია მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ტესტი აფთიაქებში შეიძინონ, თავად ჩაიტარონ ტესტირება და 20 წუთში გაიგონ პასუხი", - განაცხადა "საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის" კომისიის წევრმა, სტივენ ჰანმა.

გასულ თვეში, ადმინისტრაციამ ის ტესტები დაამტკიცა, რომლებიც სახლში კეთდება, თუმცა რომლებსაც ექიმის სპეციალური მითითება ესაჭიროება. ზოგადად, პანდემიის დაწყების შემდეგ, ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის 225-ზე მეტი ტესტი დაამტკიცა.

ახალი ტესტით ანალიზის მასალის აღება ცხვირიდანაა შესაძლებელი. ადმინსიტრაციის მტკიცებით, ის ნაკლებ ინვაზიურია, ვიდრე ზოგიერთი ის ტესტი, რომლებიც მედიაში ხშირად ჩანს. ოფიციალური მონაცემებით, ტესტი სიმპტომების მქონე პაციენტების 96 %-ის სწორად იდენტიფიცირებას ახდენს, უსიმპტომო პაციენტებში კი ადმინისტრაციის ცნობით, "მცირე ცდომილებაა", იმდენივე, რამდენიც სხვა ტესტებს.

ტესტი იმ ანალიზატორს იყენებს, რომელიც მობილური ტელეფონით სმარტფონის აპლიკაციას უკავშირდება. აპლიკაცია კი მომხმარებლებს ტესტის ჩატარებასა და მისი შედეგების ინტერპრეტირებაში ეხმარება. ტესტზე პასუხის მიღებას დაახლოებით 20 სჭირდება.

XS
SM
MD
LG