გრმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს რამდენიმე საათში დაიწყებს. მანამდე, კი ანალენა ბერბოკმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ არის მცდელობა, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვიოს.
„ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა. ასევე, ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან’- ამბობს ბერბოკი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეებში, თბილისის ქუჩებში ხალხი ევროკავშირის დროშებით გამოვიდა პლურალიზმის და კანონის უზენაესობის დასაცავად. ბერბოკი გულისხმობდა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს.
ასევე ნახეთ: "ეს არაა ჩვენთვის საინტერესო" - ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე„საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ევროპული ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია,“- ნათქვამია ბერბოკის განცხადებაში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ "რეალობას აცდენილი" უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებას.
"არ ვიცი, რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით - აბსოლუტურ სიცრუეს.
საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა", - განაცხადა კალაძემ.
ბერბოკი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტისას შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ვიზიტი 24 მარტს დასრულდება.
„საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანამ უნდაგადადგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ევროპული ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია,“- ნათქვამია ბერბოკის განცხადებაში.
ტექსტში გამოყენებულია: რადიო თავისუფლების, ინტერპრესნიუსის და პუბლიკას მასალები.