ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები ყირიმში - კიევის ცნობით, განადგურებულია რუსეთის ფრთოსანი რაკეტები


უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქებამ ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ჯანკოიში, რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურა. სამინისტროს ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მათ გამოყენებას აპირებდა.

ნახევარკუნძულზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი ამბობს, რომ აფეთქების მიზეზი დრონი გახდა, რომელზეც ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული და რომლის სამიზნეც სამოქალაქო ობიექტები იყო.

შეძლებს თუ არა უკრაინა ყირიმის დაბრუნებას?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:28 0:00

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქალაქ ჯანკოიში, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარეობს, აფეთქებამ რუსეთის კალიბრ-KN ფრთსოანი რაკეტები გაანადგურა, რომლებიც რკინიგზით გადაჰქონდათ".

ეს განცხადება სოციალურ მედიაში გავრცელდა და მასში ნათქვამი იყო, რომ ეს რაკეტები შავი ზღვის ფლოტის მიერ გამოსაყენებლად იყო განკუთვნილი. მათი საოპერაციო რადიუსი ხმელეთზე 2 500 კმ-ზე მეტია, ზღვაში კი - 375 კმ-ს აღწევს.

იჰორ ივინი, რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯანკოის ადმინისტრაციის მეთაური ამბობს, რომ ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად, 33 წლის მოქალაქე დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების, საოკუპაციო ძალების მეთაურის მრჩევლის, ოლეგ კრიუჩკოვის თანახმად, სამიზნის სიახლოვეს სამხედრო ობიექტები არ იყო.

რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზა ჯანკოის სიახლოვესაა განთავსებული. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია ამბობენ, რომ ქალაქი და მისი შემოგარენი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, მოსკოვის უდიდეს სამხედრო ბაზადაა ქცეული.

ყირიმის ნახევარკუნძულზე ბოლო 1 წლის განმავლობაში უკრაინამ უკვე რამდენიმე იერიში მიიტანა. გასულ აგვისტოში რაკეტებმა რამდენიმე თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან გაანადგურა. კიევმა მოგვიანებით ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო.

XS
SM
MD
LG