სირიის მთავრობამ არაბული ლიგის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე უარი განაცხადა და ეს ფაქტი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა.
ლიგამ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ძალაუფლების საკუთარი მოადგილისთვის გადაცემა შესთავაზა და ორი კვირის განმავლობაში ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისკენ მოუწოდა. არაბული ლიგის სამშვიდობო გეგმის მიხედვით სირიის მთავრობამ შემდეგი ორი თვის მანძილზე ახალი დროებითი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც ქვეყანაში ადრეულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს მოამზადებს.
კატარის პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰამად ბინ ჯასიმ
ალ-თანის, თქმით არაბული ლიგა აღნიშნულ ინიციატივას მხარდასაჭერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს გადაუგზავნის. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი საუდ ელ-ფაიზალი კი სირიიდან დამკვირვებლების გამოყვანის შესახებ აკეთებს განცხადებას. ის სირიის მხრიდან არაბული ლიგის მერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის უპატივცემულობას აპროტესტებს.