ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო რეზოლუციის ახალ პროექტს განიხილავს


გაერო რეზოლუციის ახალ პროექტს განიხილავს
გაერო რეზოლუციის ახალ პროექტს განიხილავს

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები დღეს ახალი რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, რომელმაც სირიაში სისხლისღვრის შეწყვეტას უნდა შეუწყოს ხელი. ახალ პროექტში შესულია დამატება, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს.

გაეროში მოქმედი ელჩების განცხადებით, რეზოლუციის პროექტი ქვეყნების მთავრობებს შეფასებებისთვის გაეგზავნებათ. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ევროპული და არაბული ქვეყნების შემუშავებულ პროექტზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მთლიანად უჭერს მხარს არაბული ლიგის წინადადებებს სირიაში პოლიტიკური ცვლილების დაწყების შესახებ.

რეზოლუციის კანონპროექტი დაბლოკა რუსეთმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის შეეწინაღმდეგება ყველანაირ დადგენილებას, რომელიც სირიაში რეჟიმის ცვლილებას დაუჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG