სროლის ხმა ისმოდა ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ქუსიარშიც.
სირიელი აქტივისტების ინფორმაციის თანახმად, სამთავრობო ძალები მეამბოხეთა ხელში გადასულ რაიონებს ბომბავენ ქალაქ ჰომსში.
ერთ-ერთი ბრიტანული ორგანიზაციის მტკიცებით, ჰომსი ნაღმტყორცნებით იბომბება ხუთწუთიანი ინტერვალებით. სროლის ხმა ისმოდა ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ქუსიარშიც.
დღევანდელი ძალადობა გაეროს დამკვირვებელთა თვალწინ ხდება, რომლებიც სირიაში პრეზიდენტ ასადის ნებართვით იმყოფებიან.
სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის განცხადებით, სიტუაცია დღითიდღე უარესდება.
ამასობაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხნის მანძილზე გულგრილად ვერ უყურებს, როგორ მიექანება სირია სამოქალაქო ომის ჭაობში.