სირიის სამთავრობო ძალების მიერ გახსნილმა ცეცხლმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მომხდარ ფაქტზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მონიტორინგის განხორციელება დაიწყო.
სირიის ადამიანთა უფლებათა დამცველების განცხადებით, უსაფრთხოების ძალების მეირ იდლიბის პროვინციაში მოწყობილი რეიდის დროს, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მესამე მათგანი გამთენიისას დაწყებული სროლების გამო გარდაიცვალა. აფეთქებები მოხდა ასევე დამასკოშიც.