თვითმხილველთა განცხადებით, სირიის ქალაქ ალეპოში, უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი სტუდენტთა საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენეს. სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაცია მონაწილეთა რაოდენობის თვალსაზრისით ერთობ მაშტაბური იყო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანქანებიდან გადაღებულ ვიდო-კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სირიის სამთავრობო ძალები დემონსტრაციაში მონაწილე სტუდენტებს.
პარალელურად, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ქალაქ ალეპოში მდებარე სამედიცინო უნვერსიტეტის წინ მომიტინგეებისაგან დაცარიელებული ბულვარი აჩვენა და ასევე გაავრცელა ინფორმაცია საპროტესტოს აქციაში მცირერიცხოვანი მოსახლეობის მონაწილეობის თაობაზე.
მსგავსი დაძაბულობა შეინიშნება იდლიბის პროვინციასა და რასტანის მხარეშიც. გაეროსა და არაბული ლიგის სადამკვირვებლო მისია სირიაში აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად სირიაში 260 დამკვირვებელი იმყოფება რომელიც 300-მე გაიზრდება. გაეროს დამკვირვებლის რობერტ მუდის ინფორმაციით:
„ჩვენ ვხედავთ რომ გარკველი ცვლილებები ესკალაციის განსამუხტავად შეინიშნება. ასევე ნათელია რომ რომ დიალოგი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.“
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხატარ აბუ დაიაბი, რომელიც პოლიტიკურ მეცინერებას პარიზის უნივერსიტეტში ასწავლის, აცხადებს რომ დიალოგი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია. სირიის ხელისუფლებამ, თავდაპირველად ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უნდა დააკლაყოფილოს.
ამასთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი-მუნის კომენტარის მიხედვით, იგი დარწმუნებულია, რომ გასულ კვირას, დამასკოში მომხდარი აფეთქებების უკან ალ-ყაიდას კვალი შეინიშნება. ამ აფეთქებების შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯგუფმა „ნუსრათ ფრონტმა“ აიღო. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ალ-ყაიდას მონაწილეობა სირიის აფეთქებებში გადამოწმებას საჭიროებს.