ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობა გრძელდება


გასულ კვირას დამასკოში აფეთქებებს 55 ადამიანი ემსხვერპლა.

სირიის ჩრდილოეთ ქალაქ ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ოპოზიციის აქტივისტთა თქმით, ორი ადამიანი დაიჭრა. დეტალები უცნობია.
ალეპოს მოსახლეობის პროტესტი ხუთშაბათს, სირიის უსაფრთხოების ძალების მიერ ალეპოს უნივერსიტეტის სტუდენტთა აქციის დარბევას მოჰყვა. პარასკევს ოპოზიციამ ინტერნეტით გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც რასტანსა და ჰომსში სირიის სამთავრობო ძალების მიერ დაბომბილი ადგილებია ასახული.

ხუთშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ გასულ კვირას დამასკოში დაბომბვების უკან სავარაუდოდ ალ ყაიდა დგას. ტერორისტულ აქტს 55 ადამიანი ემსხვერპლა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშით, სირიაში ერთი წლის წინ დაწყებული დაპირისპირების შედეგად 10 000 ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG