ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე მონიტორინგს ახორციელებს, აცხადებს, რომ სირიაში ირანიდან ხდება იარაღის მიწოდება, რაც არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილ რეზოულოციას თეირანიდან იარაღის შესყიდვის თაობაზე. ახალი ანგარიშის თანახმად, ექსპერტთა ჯგუფმა გამოიძია უკანასკნელი წლის განმავლობაში დიდი ოდენობით არაკანონიერი იარაღის გადაზიდვის სამი შემთხვევა.
როიტერსის საინფორმაციო სააგენტომ კონფიდენციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ სამიდან ორი შემთხვევა სირიას უკავშირდება და რომ სირია რჩება ირანის იარაღის მთავარ შემსყიდველად.