ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდოს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი ჟურნალისტები და სხვა “სინდისის” პატიმრები და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. განცხადება რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ერთ დღეში რუსმა მოსამართლეებმა ამერიკის ორ მოქალაქის და ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას და ევან გერშკოვიჩს, პატიმრობა მიუსაჯა.
რუსულმა სასამართლოებმა კურმაშევას 6.5 წლით, ხოლო გერშკოვიჩს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ალსუ და სხვა დაპატიმრებული ჟურნალისტები და სინდისის პატიმრები და პატივი სცეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ თავისუფლებებს”,- ნათქვამია რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ: რუსეთის სასამართლომ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს 6.5 წლით პატიმრობა მიუსაჯასასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება “რადიო თავისუფლება”. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალსუ კურმაშევას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი “სამართლიანობის ფარსია”. ალსუ წლებია “რადიო თავისუფლებისთვის” მუშაობს და ის როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის მოქალაქეა.
ალსუ რუსეთში თვეების წინ დააკავეს. მას ბრალად რუსი სამხედროების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დასდეს. “რადიო თავისუფლება” ისე როგორც დაკავებული ჟურნალისტი ალსუ ბრალდებას უარყოფენ და მას უსაფუძვლოს უწოდებენ.
“სამწუხარო დღე ჟურნალისტიკისთვის რუსეთში”, - ასე აფასებს რუსეთში ამერიკის საელჩო, რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილებას განცხადებაში, რომელიც ამერიკის დიპლომატიურმა უწყებამ გამოაქვეყნა ალსუ მოხსენიებულია როგორც “პრინციპული ჟურნალისტი, რომელიც უკომპრომისოდ ერთგულია სიმართლისა და ობიექტური გაშუქებისადმი”.
ასევე ნახეთ: რუსულმა სასამართლომ, ამერიკელ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯაალსუ კურმაშევა ორი შვილის დედაა და ჰყავს მეუღლე, რომელიც ასევე “რადიო თავისუფლებისთვის” მუშაობს ის ბოლო წლებში პრაღაში ცხოვრობდა და 18 ოქტომბერს, რუსეთში დედის მოსანახულებლად ჩავიდა. თუმცა ივნისში ალსუ მაშინ დააკავეს, როცა ის რუსეთს ტოვებდა. პაველ ბუტორინი, ალსუს ქმარი, ამბობს, რომ ალსუ უდანაშაულოა და მას რუსეთის საგამოძიებო ორგანოები წიგნის რედაქტორობის გამო დევნიან, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეხება.
კრემლს “რადიო თავისუფლებისა” და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. წარსულში კრემლის პრესსპიკერმა თქვა, რომ ისინი არ ადევნებენ თვალს ალსუ კურმაშევას სასამართლო პროცესებს. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთი მიზანმიმართულ კამპანიას არ აწარმოებს.
ასევე ნახეთ: რუსეთში დაკავებული ამერიკელი პატიმრებირაც შეეხება ამერიკელ რეპორტიორ ევან გერშკოვიჩს, მას სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამერიკელ ჟურნალისტს რუსეთში ჯაშუშობას ედავებიან. ჯერ კიდევ თვეების წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ გერშკოვიჩთან დაკავშირებით ამერიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
წარდგენილ ბრალდებებს გერშკოვიჩი, მისი ადვოკატი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აბსურდულს უწოდებს, გამოტანილ განაჩენს კი უსამართლოს. ვაშინგტონმა არაერთხელ განმარტა, რომ ევან გერშკოვიჩს ამერიკის სადაზვერვო ან საჯაშუშო სამსახურებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც აქვს.