ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მარცხი განვიცადეთ" - საიდუმლო სამსახურის დირექტორი ტრამპზე თავდასხმის შესახებ


ორშაბათს, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა კიმბერლი ჩითლმა კონგრესის წინაშე აღიარა, რომ მან და მისმა სააგენტომ მარცხი განიცადეს, როდესაც პოტენციურმა მკვლელმა, 13 ივლისს, პენსილვანიაში, რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი დაჭრა.

„ჩვენ მარცხი განვიცადეთ. როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, უსაფრთხოების ნებისმიერ ხარვეზზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, - განაცხადა ჩითლმა წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტისთვის მიცემულ ჩვენებაში. საიდუმლო სამსახურის დირექტორი, რესპუბლიკელების მხრიდან, თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის წინაშე დგას.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის თაობაზე, ორშაბათს ჩატარებული მოსმენა კონგრესის საზედამხედველო მოქმედების პირველი რაუნდი იყო.

ჩითლმა უმაღლესი რანგის რესპუბლიკელების, მათ შორის, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯონსონის და სენატის უმცირესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის მხრიდან გადადგომის შესახებ მოწოდებებს წინააღმდეგობა გაუწია.

საზედამხედველო კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ჯეიმს კომერი, მოსმენის დროს, ჩითლის გადადგომის შესახებ მოწოდებებს შეუერთდა.

„დირექტორო ჩითლ, მტკიცედ მჯერა რომ თქვენ უნდა გადადგეთ“, - უთხრა მას კომერმა, „საიდუმლო სამსახურს ათასობით თანამშრომელი ჰყავს და მნიშვნელოვანი ბიუჯეტი გააჩნია, მაგრამ ახლა ის არაკომპეტენტურობის განსახიერებად იქცა“, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ.

დემოკრატმა წარმომადგენელმა ჯერი კონოლიმ თქვა, - „ამის მსგავსი მიუღებელი ინციდენტები ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ჩვენ მზარდად პოლარიზებული ქვეყანა ვართ და გაზრდილ პოლიტიკურ დაძაბულობას განვიცდით.“

გასულ კვირაში, წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა თქვა, რომ არის მტკიცებულებები, ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის, საიდუმლო სამსახურს სათანადო რესურსები არ ჰქონდა პერსონალის სიმცირის გამო, რაც, იმავდროულად, პიტსბურგში ჯილ ბაიდენის საკამპანიო ღონისძიებამ და რამდენიმე დღით ადრე, ნატოს სამიტმა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG