ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსებსა და ბელარუსებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჯაშუშობის რისკის გამო ვიზები არ მისცეს


საფრანგეთმა 100-მდე ჟურნალისტს, თერაპევტსა და ტექნიკოსს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა.

პარიზში ვიზების შეზღუდვის მიზეზად ჯაშუშობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას და ეჭვებს ასახელებენ. ამის შესახებ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა "Le Journal du Dimanche"-ს უთხრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, იმ პირთა შორის, ვისაც ამ საფუძველზე ვიზებზე უარი უთხრეს, არიან რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებიც.

ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად, როგორც წესი, ქვეყანაში ათობით ათასი უცხოელი ჩადის. პარიზი თამაშებს 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საფრანგეთი ასევე შიშობს თამაშებისას შესაძლო კიბერთავდასხმაზე.

რუსეთისა და ბელარუსის გუნდები ზაფხულის ოლიმპიადაში ეროვნულ გუნდებად ვერ მონაწილეობენ, რადგან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის და ბელარუსის მიერ მისი მხარდაჭერის გამო, მათ მონაწილეობა აკრძალული აქვთ.

XS
SM
MD
LG