კიევის მახლობლად ავიაკატასტროფაში დაღუპული უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, 42 წლის დენის მონასტირსკი, ყველაზე მაღალი რანგის უკრაინელი ოფიციალური პირია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიღუპა.
ასევე ნახეთ: კიევში ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა - დაიღუპა შს მინისტრი, 3 ბავშვი და სხვა მოქალაქეებიმონასტირსკი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად 2021 წლის ივლისში დაინიშნა, თუმცა მანამდე დიდი ხნის განმავლობაში, ის უკვე იყო უკრაინის მთავრობის წევრი.
1980 წელს დაბადებულმა მონასტირსკიმ, საქმიანობა კერძო სექტორში დაიწყო, 2014 წლიდან კი დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა. 2019 წელს, ის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ვოლოდომირ ზელენსკის გუნდის იურიდიული მრჩეველი იყო. დაღუპულ მინისტრს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.
ვინ იყო დენის მონასტირკი?
- დაიბადა 1980 წლის 12 ივნისს, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ხმელნიტსკიში.
- საადვოკატო კარიერის დაწყებამდე, 2002 წელს, ხმელნიტსკის რეგიონული მართვისა და სამართლის ინტიტუტი დაამთავრა.
- 2003 წელს, ის უკრაინის პარლამენტის წევრის ასისტენტ-კონსულტანტი გახდა. 2016 წელს, მუშაობა უკრაინულ ანალიტიკურ ცენტრში, „მომავლის ინსტიტუტში“ დაიწყო და ქვეყნის საკანონმდებლო სისტემის რეფორმების მიმართულებით მუშაობდა.
- 2019 წელს ვოლოდომირ ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიის გუნდს შეუერთდა.
- ვოლოდომირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევიდან 2 თვეში, მონასტირსკი უკრაინის პრალამენტის წევრი გახდა. როგორც „ხალხის მსახურის წევრი“, ის პარლამენტის სამართლის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
- შინაგან საქმეთა მინისტრად ის 2021 წლის ივლისში, უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრამდე ექვსი თვით ადრე დაინიაშნა.
- მინისტრის რანგში, მისის დაქვემდებარების ქვეშ იყო უკრაინის პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სწორედ ის აწვდიდა საზოგადოებას ცნობებს, რუსეთის თავდასხმის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის შესახებ.
გამოხმაურებები მონასტირსკის დაღუპვის შესახებ
მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონასტირკის „ნამდვილი პატრიოტი“ უწოდა და თქვა, რომ მისი და ამ კატასტროფის შედეგად დაღუპულთა დაკარგვა „ენით გამოუთქმელი“ ტკივილია.
მომხდარის შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის პრმიერ-მინისტრმა. დენის შმიჰალმაც და მონასტირკის დაღუპვა, უკრაინის მთავრობისთვის „უდიდეს დანაკარგად“ შეაფასა.
ასევე ნახეთ: საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი უკრაინას უსამძიმრებენევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უერთდება უკრაინის მწუხარებას ვერტმფრენის კატასტროფის გამო, რომლის შედეგადაც 15-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შარლ მიშელი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ დენის მონასტირსკი "ევროკავშირის დიდი მეგობარი" იყო.
„ბი-ბი-სისთან“ საუბრისას, მონასტირსკის მეგობარი და უკრაინის პარლამენტის წევრი, მარია მეზენცევა ამბობს, რომ ის ვოლოდომირ ზელენსკის ახლო მოკავშირე იყო. „ის 24/7 - ზე პასუხობდა თავის კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახს. ჩვენ ის ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც ნათელი, ღიმილიანი, მეგობრული, პატრიოტი ადამიანი და უკრაინის საჯარო მოხელე“, - ამბობს მეზენცევა.
ასევე ნახეთ: მოსკოვში 4 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც დნიპროში დაღუპულებს მიაგეს პატივიავიაკატასტროფის დროს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ასევე დაიღუპა მონასტირსკის მოადგილე, ევგენ ენინი, დაზვერვის ყოფილი ოფიცერი. შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ის 2021 წლის სექტემბრიდან იკავებდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მათ „ჭეშმარიტი უკრაინელი პატრიოტები“ უწოდა და თქვა, რომ მათი დაღუპვა „თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი დანაკლისა.“
ავიაკატასტროფის დეტალები
უკრაინის დედაქალაქის მახლობლად, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა. ბორტზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, სულ 9 ადამიანი (ეკიპაჟის სამი წევრი და 6 მგზავრი) და ყველა მათგანი დაღუპულია. ოფიციალური ცნობებით, დაიღუპა 15-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია. ასევე, დაშავებულია 30-მდე მოქალაქე, მათგან ნახევარი ასევე მცირეწლოვანია.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მან უკვე დაავალა უსაფრთხოების სამსახურებს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და გარემოებები. სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა, საფრანგეთში წარმოებული "სუპერ პუმაა", ის კიევის გარეუბან ბროვარიში, დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა და ზელენსკის განმარტებით, მას მაღალჩინოსნები ერთ-ერთ "ცხელ წერტილში" უნდა გადაეყვანა.