ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა რისკების შემცირებაზე უნდა იმუშაოს და არა ჩინეთისგან განცალკავებაზე - ფონ დერ ლაიენი


ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირმა ჩინეთთან სუფთა ტექნოლოგიების ვაჭრობაზე უნდა იმუშავოს და მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკისგან დაშორების ნაცვლად, რისკების შემცირებაზე უნდა ფოკუსირდეს.

ფონ დერ ლაიენმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთმა, სუფთა ტექნოლოგიების ინოვაციების გაძლიერება და წარმოება, თავისი ხუთწლიანი გეგმის მთავარს პრიორიტეტად დასახა. ამასთან, დომინირებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ელექტრო მანქანები და მზის პანელები.

„კონკურენცია, თამაშის თანაბარ პირობებზე უნდა იყოს დაფუძნებული“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ჩინეთი საკუთარ ბაზარზე ევროკავშირის კომპანიებისთვის წვდომას უზღუდავს მაშინ, როცა თავისი ინდუსტრია სუბსიდირების რეჟიმში ჰყავს.

„ჩვენ კვლავ დაგვჭირდება ჩინეთთან მუშაობა და ვაჭრობა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება რისკების შემცირებაზე, ვიდრე განცალკევებაზე“ - ამბობს ფონ დერ ლაიენი.

XS
SM
MD
LG